- პროექტის სახელწოდება: "აკაკი საქართველოა"
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებებით: აკაკის შემოქმედების გაცნობა, გააზრება, ექსკურსია სხვიტორში, ლიტერატურული საღამოს მოწყობა - "აკაკი საქარღველოა".
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გააცნობიერებენ აკ.წერეთლის როლს ქართულ ლიტერატურაში, პროექტის მუშაობის დროს გაიზრდება მათი ინტერესი კითხვის მიმართ.
- პროექტის მიზნები: აკაკის შემოქმედების უკეთ გაცნობა, წიგნიერების დონის ამაღლება, კრიტიკული აზროვნების განვითარება, სხვადასხვა სტრატეგიებით ინფორმაციების მოძიება და კონკრეტული საკითხის დამუშავება.
- მონაწილეთა ასაკი: 9-10.
- ვადები/ ხანგრძლიობა: იანვარი-მაისი.
- მოსალოდნელი შედეგები/ პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პოეტის სხვადასხვა ნაწარმოებიდან ილუსტრაციების შექმნა და გამოფენის მოწყობა, პრეზენტაციის გაკეთება, კედლის გაზეთის გამოშვება, ალბომის შედგენა "აკაკი და ჩვენ".
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: აკაკი წერეთლის სხვადასხვა კრებულები, ფოტოაპარატი, ტრანსპორტი, ინტერნეტი: გუგლის საძიებო სისტემა, ვიკიპედია, სხვადასხვა ვებ-გვერდები.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1.გამოვიყენებ სქემას "ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლე", შევავსებთ პირველ გრაფას. 2. ვნახავთ მხატვრულ ფილმს "ჩემი თავგადასავალი", მოსწავლეები ასევე წაიკითხავენ აკაკის ნაწარმოებს ამავე სათაურით. 3. შევავსებთ სქემას (სწავლა ძველად გიმნაზიაში, სწავლა დღევანდელ სკოლაში, სადაც ჩამოწერენ დადებით და უარყოფით მხარეებს).4. მოვიძიებთ აკაკის საბავშვო ლექსებს. 5. შევადგენთ პოეზიის რვეულს. 6. გავეცნობით აკაკის მოთხრობებს. 7. პოეტის სხვადასხვა ნაწარმოებიდან ბავშვები მოახდენენ ილუსტრაციების შექმნას და გავმართავთ გამოფენას. 8. მოეწყობა ჟურნალისტური შეხვედრა ლიტერატურის მცოდნესთან (ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან) და ინტერვიუს ავიღებთ აკაკის ცხოვრების შესახებ. 9. სლაიდ შოუს გამოყენებით მოვაწყობთ პრეზენტაციას "ქართველი მგოსანი". 10. გავმართავთ აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილ საღამოს "აკაკი საქართველოა", რომელსაც დაესწრებიან სტუმრები. 11. გავემგზავრებით ექსკურსიაზე აკაკი წერეთლის სახლმუზეუმში, სხვიტორში. 12. შევავსებთ სქემის "ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე"-ს II და III გრაფებს.
- საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტორია, გეოგრაფია.
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): დალი პაპუაშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dalipapuashvili46@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://dalipapuashvili46.blogspot.com/
დალი პაპუაშვილი
Thursday, December 5, 2013
Subscribe to:
Posts (Atom)